ჩემი პორექტის პორტფოლიო - "ემილის თავგადასავალი"
ტრენინგიდან მიღებული ახალი ცოდნა ყველაზე მეტად დიდ გავლენას, მოსწავლეთა სწავლის პროცესზე იქონიებს, პროექტებით სწავლება მოსწავლეთა მხარდაჭერის სავარჯიშოები, თანამშრომლობა, ფასილიტაციის მაგალითები.
Sunday, June 4, 2017
Saturday, June 3, 2017
მერვე დღე
მოდულის მსვლელობისას გადავხედე საკვანძო შეკითხვებს. განვიხილეთ ერთმანეთის საკვანძო კითხვები და მივეცი უკუკავშირი და შევიტანე ცვლილებები. ეს შეკითხვები დაეხმარება მოსწავლეებს საპროექტო საკითხების გადახედვაში. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გამოწვევას, ინტერესის აღძვრას, პროცედურების გაცნობას, მოლოდინების განსაზღვრას, ვადების გაცნობას. ვიუვერმა გაგვაცნო როგორ ეხმარება ტექნოლოგიები მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პროექტის მსვლელობაში. შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.
მეშვიდე დღე
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლებისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით: იმისათვის რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად არეგულიროს მუშაობა, ელექტრონულ ფორმატში შევქმენი სავარჯიშო, რომელიც მხარს დაუჭერს მას ,როგორც დამოუკიდებელ მსწავლელს .პროექტის გეგმის შაბლონში დავწერე ის მიდგომები , რომელიც უნდა გამოვიყენოთ ნიჭიერ , სსსმ და არაქართულენოვან მოსწავლეებთან. ეს მიდგომები დაეხმარება, რომ ყველა ტიპის მოსწავლე აქტიურად ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
Subscribe to:
Posts (Atom)