ჩემი პორექტის პორტფოლიო - "ემილის თავგადასავალი"
ტრენინგიდან მიღებული ახალი ცოდნა ყველაზე მეტად დიდ გავლენას, მოსწავლეთა სწავლის პროცესზე იქონიებს, პროექტებით სწავლება მოსწავლეთა მხარდაჭერის სავარჯიშოები, თანამშრომლობა, ფასილიტაციის მაგალითები.
Sunday, June 4, 2017
Saturday, June 3, 2017
მერვე დღე
მოდულის მსვლელობისას გადავხედე საკვანძო შეკითხვებს. განვიხილეთ ერთმანეთის საკვანძო კითხვები და მივეცი უკუკავშირი და შევიტანე ცვლილებები. ეს შეკითხვები დაეხმარება მოსწავლეებს საპროექტო საკითხების გადახედვაში. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გამოწვევას, ინტერესის აღძვრას, პროცედურების გაცნობას, მოლოდინების განსაზღვრას, ვადების გაცნობას. ვიუვერმა გაგვაცნო როგორ ეხმარება ტექნოლოგიები მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პროექტის მსვლელობაში. შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.
მეშვიდე დღე
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი სწავლებისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით: იმისათვის რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად არეგულიროს მუშაობა, ელექტრონულ ფორმატში შევქმენი სავარჯიშო, რომელიც მხარს დაუჭერს მას ,როგორც დამოუკიდებელ მსწავლელს .პროექტის გეგმის შაბლონში დავწერე ის მიდგომები , რომელიც უნდა გამოვიყენოთ ნიჭიერ , სსსმ და არაქართულენოვან მოსწავლეებთან. ეს მიდგომები დაეხმარება, რომ ყველა ტიპის მოსწავლე აქტიურად ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
Thursday, May 25, 2017
მეექვსე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, გავეცანით თუ როგორ გამოგვეყენებინა რუბრიკები.
რუბრიკა დამეხმარა გამეკეთებინა შეფასება, რასაც მოსწავლეებში დავნერგავ პროექტის განხორციელებისას, კიდევ ერთხელ გადავხედე შეფასების ინსტრუმენტებს და პროექტის გეგმაში აღვწერე შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი ქრონოლოგიის მიხედვით.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის ჩეკლისტი, რომელიც მას დაეხმარება გააკეთოს აქცენტები საკვანძო საკითხებზე, რასაც ნაშრომში ჩადებს.
რუბრიკა დამეხმარა გამეკეთებინა შეფასება, რასაც მოსწავლეებში დავნერგავ პროექტის განხორციელებისას, კიდევ ერთხელ გადავხედე შეფასების ინსტრუმენტებს და პროექტის გეგმაში აღვწერე შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი ქრონოლოგიის მიხედვით.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის ჩეკლისტი, რომელიც მას დაეხმარება გააკეთოს აქცენტები საკვანძო საკითხებზე, რასაც ნაშრომში ჩადებს.
Saturday, May 20, 2017
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა,
დავფიქრებულიყავი, რა გავლენა
შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს
სწავლის პროცესზე, კერძოდ
პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ რუბრიკის
საშვალებით, ამით მომეცა
საშუალება კონსტრუქციული უკუკავშირი
მიმეცა ჩემი კოლეგისათვის, იგი
ვეს გააკეთებს იგი ჩემს პრეზენტაციაზე.
ეს შეფასების ნორმები
შევძლებ გამოვაყენებინო ბავშვებს,
რათა სიღრმისეულად ჩაწვდნენ
შესასწავლ საკითხებს, თუ როგორ გამოვიყენო
ლეგიტიმურად საავტორო უფლებები
და ვასწავლო მათ ამ საავტორო
უფლებების დაცვა.
ჩემი პროექტის დაცვისთვის
შევავსე მარტივი შაბლონი
და ბუკ მარკის
გამოყენებას გავეცანი, რათა დავიწროვდეს საძიებო
სისტემაში მოსაძიებელი ინფორმაცია.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
Sunday, May 14, 2017
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. შევაფასებ წინარე ცოდნას, ასევე გავუწევ მონიტორინგს, რომლითაც დავადგენ ბავშვის ცოდნას, თუ რომელ საფეხურზეა და რამდენად აიწია ზევით. თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის სწავლებისთვის მივცემ განმავითარებელ შეფასების ფორმებს, ინსტრუმენტებს. მეტაკოგნიტური უნარების შესაფასებლად გამოვიყენებ ასევე მრავალი შეფასების ფორმას.
Friday, May 12, 2017
მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები გამომეყენებინა რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტების გამოყენება დამეხმარა ჩემი პროექტი მომერგო ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ასევე საგნობრივი შედაგები და ინდიკატორები მომეხმარა პროექტის მკაფიო მიზნების გაწერაში. გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, ბლუმის ლექსიკა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება მოსწავლეები სიღრმისეულად ჩაწვდნენ პროექტის შინაარს.
Sunday, May 7, 2017
მეორე დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. სწავლისა და სწავლების კვლევამ გვიჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის უნარების განვითარება მოსწავლეებში. მოხდეს თემატიკის სიღრმისეული სწავლება, მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება. დავალებები უნდა იყოს მიზანმიმართული. ავთენტური მიმდინარე შეფასება კი მ
ნისვნელოვანია. თუ როგორ გამოიყენონ ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.
ნისვნელოვანია. თუ როგორ გამოიყენონ ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.
Saturday, May 6, 2017
პირველი დღე
ტრერინგის დასაწყისში დავსახეთ მიზანი, თუ რის გაკეთებას შევძლებთ ამ კურსის გავლის შემდეგ. საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო და საკუთარი ბლოგი, გავეცანით სწავლების 8 მოდულს და წარმოდგენა შემექმნა ტრერინგის სრულ კურსზე, ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უნარ-ჩვევების გამომუშავებას სეუწყობს ხელს მოსწავლეებში პროექტით სწავლება.
Subscribe to:
Posts (Atom)