Thursday, May 25, 2017

მეექვსე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, გავეცანით თუ როგორ გამოგვეყენებინა რუბრიკები.
რუბრიკა დამეხმარა გამეკეთებინა შეფასება, რასაც მოსწავლეებში დავნერგავ პროექტის განხორციელებისას, კიდევ ერთხელ გადავხედე შეფასების ინსტრუმენტებს და პროექტის გეგმაში აღვწერე შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი ქრონოლოგიის მიხედვით.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის ჩეკლისტი, რომელიც მას დაეხმარება გააკეთოს აქცენტები საკვანძო საკითხებზე, რასაც ნაშრომში ჩადებს.

Saturday, May 20, 2017

მეხუთე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა,  დავფიქრებულიყავი,  რა  გავლენა  შეიძლება  ჰქონდეს  ინტერნეტს  სწავლის  პროცესზე,  კერძოდ  პროექტის  პრეზენტაცია შევაფასეთ  რუბრიკის  საშვალებით,  ამით  მომეცა  საშუალება  კონსტრუქციული  უკუკავშირი  მიმეცა  ჩემი  კოლეგისათვის, იგი
ვეს  გააკეთებს  იგი  ჩემს  პრეზენტაციაზე.
ეს  შეფასების  ნორმები  შევძლებ  გამოვაყენებინო  ბავშვებს,  რათა  სიღრმისეულად  ჩაწვდნენ  შესასწავლ  საკითხებს,  თუ  როგორ  გამოვიყენო  ლეგიტიმურად  საავტორო  უფლებები  და  ვასწავლო  მათ  ამ  საავტორო   უფლებების  დაცვა.

ჩემი  პროექტის  დაცვისთვის  შევავსე  მარტივი  შაბლონი  და  ბუკ  მარკის  გამოყენებას  გავეცანი,  რათა  დავიწროვდეს  საძიებო   სისტემაში  მოსაძიებელი  ინფორმაცია.
მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  განმავითარებელი  შეფასების  ფორმების  გამოყენება  რამდენიმე  თვალსაზრისით.  შევაფასებ  წინარე  ცოდნას,  ასევე  გავუწევ  მონიტორინგს,  რომლითაც  დავადგენ  ბავშვის  ცოდნას,  თუ  რომელ  საფეხურზეა  და  რამდენად  აიწია  ზევით.  თვითრეგულირებისა  და   თანამშრომლობის  სწავლებისთვის  მივცემ   განმავითარებელ  შეფასების   ფორმებს,  ინსტრუმენტებს.  მეტაკოგნიტური  უნარების  შესაფასებლად  გამოვიყენებ  ასევე  მრავალი   შეფასების  ფორმას.

Friday, May 12, 2017

მესამე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  სტანდარტების,  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  შეკითხვები  გამომეყენებინა  რამდენიმე  თვალსაზრისით.  სტანდარტების  გამოყენება  დამეხმარა  ჩემი  პროექტი  მომერგო  ეროვნულ  სასწავლო  გეგმაზე,  ასევე  საგნობრივი  შედაგები  და  ინდიკატორები  მომეხმარა  პროექტის  მკაფიო  მიზნების  გაწერაში.  გამოვიყენე  21-ე  საუკუნის  უნარ- ჩვევები,  ბლუმის  ლექსიკა.  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები  დამეხმარება  მოსწავლეები   სიღრმისეულად  ჩაწვდნენ  პროექტის  შინაარს.

Sunday, May 7, 2017

მეორე დღე

ამ  მოდულმა  გარკვეული  თვალსაზრისით  დამაფიქრა  ჩემს  როლზე  სასწავლო  ღონისძიების  დაგეგმვის  პროცესში.  სწავლისა  და  სწავლების  კვლევამ  გვიჩვენა,  თუ  რაოდენ  მნიშვნელოვანია  21-ე  საუკუნის  უნარების  განვითარება  მოსწავლეებში.  მოხდეს  თემატიკის  სიღრმისეული  სწავლება,  მნიშვნელოვანი  იდეების  ორგანიზება.  დავალებები  უნდა  იყოს  მიზანმიმართული.  ავთენტური  მიმდინარე  შეფასება  კი  მ
ნისვნელოვანია.  თუ  როგორ  გამოიყენონ  ცოდნა  რეალურ  ცხოვრებაში.

Saturday, May 6, 2017

პირველი დღე

ტრერინგის  დასაწყისში  დავსახეთ  მიზანი, თუ  რის  გაკეთებას  შევძლებთ  ამ კურსის  გავლის  შემდეგ.  საინტერესო  იყო  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები,  შევქმენით  ელექტრონული  პორტფოლიო  და  საკუთარი  ბლოგი,  გავეცანით  სწავლების  8  მოდულს და  წარმოდგენა  შემექმნა  ტრერინგის  სრულ  კურსზე,  ასევე  მნიშვნელოვანია  იმის  ცოდნა,  თუ  რა  უნარ-ჩვევების  გამომუშავებას  სეუწყობს  ხელს  მოსწავლეებში  პროექტით  სწავლება.